"ვეცდები მეტად გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ" - გიორგი ჩაკვეტაძე
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და უოტფორდის წარმატებულ ასპარეზობაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
ინგლისის ჩემპიონშიპში დათვირთული კალენდრის მიუხედავად, ჩაკვე წინასაახალწლოდ belive-ს გვესაუბრა და ამ ჯადოსნურ დღესთან დაკავშირებული მოგონებები გაგვიზიარა.
მიყვარს ეს პერიოდი და ზოგადად ახალი წელი - ძველს ვაცილებთ და ვეგებებით ახალს, განსხვავებული გამოწვევებითა და მიზნებით. ინგლისში ახლა სეზონი აქტიურ ფაზაშია და ახალ წელს აქ შევხვდები მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ეს დღე სიახლეებთან, ახალ მოტივაციასთან და ენერგიასთან ასოცირდება.
ბავშვობიდან მიყვარს ახალი წელი და ოჯახთან ერთად გატარებული ყოველი დღესასწაული კარგად მახსენდება. არ მაქვს განსაკუთრებული ტრადიცია, უბრალოდ ვცდილობ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო. ქართული ახალი წელი უფრო საზეიმო და მხიარულია. ერთგვარი ტრადიციაა და ყველა ცდილობს, რომ ეს დღე განსაკუთრებული იყოს.
გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი - ვეცდები 2026 წელს მეტად გაგახაროთ და გაგაბედნიეროთ. ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
- გიორგი ჩაკვეტაძე.
გიორგი ჩაკვეტაძე და უოტფორდი ჩემპიონშიპის მომავალ მატჩს 1 იანვარს, 19:00 საათზე, ბირმინგემის წინააღმდეგ გამართავენ.
ვულოცავთ ჩაკვეს ახალ წელს - 2026-ში კი წარმატებებს ვუსურვებთ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.