Belive

ქართველების შეფასება რექსემის წინააღმდეგ | ჩაკვეტაძემ ასისტი გაიფორმა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის 36-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდმა რექსემი 3:1 დაამარცხა. პირველი გოლი უოტფორდმა გაიტანა და ეს გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემას მოჰყვა, ქართველმა მე-18 წუთზე მარკ ბოლას გოლი გაატანინა, მეორე გოლი 38-ე წუთზე ედო კაიემბემ გაიტანა, ვრექსემის მხრიდან სხვაობის შემცირება 49-ე წუთზე მაქს კლევორთმა შეძლო, ხოლო 90+4-ე წუთზე ედოარდო ბოვემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ორივე ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, საბა გოგლიჩიძემ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 52-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, 37 გადაცემიდან 36 ზუსტად შეასრულა (97%), გიორგიმ კარისკენ ერთხელ დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.1

  • Flashscore - 7.7

  • Whoscored - 7.7

საბა გოგლიჩიძემ კი 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ერთხელ ბურთი ჩაჭრა, 5-ჯერ შეტევა მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, ერთხელ დარტყმული ბურთი დაბლოკა, საბა ბურთს 44-ჯერ შეეხო, 33 გადაცემიდან 30 ზუსტად შეასრულა (91%), ერთხელ კი კარისკენ დაარტყა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.5

  • Flashscore - 6.3

  • Whoscored - 6.4

უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 55 ქულით მე-9 პოზიციაზეა (14 მოგება, 13 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელების გუნდი 21 მარტს, ლესტერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები