გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ლეჩეს წინააღმდეგ
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში უდინეზე ლეჩესთან 0:3 დამარცხდა.
ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 1-ში გაიმარჯვა, ბურთს 40-ჯერ შეეხო, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარუმატებელი აღმოჩნდა, 24 გადაცემიდან 21 ზუსტად შეასრულა (88%), ერთხელ კი კარში დაარტყა.
გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება:
Sofascore: 6.4
Flashscore: 5.7
Whoscored: 5.7
#UdineseLecce 0-3 Fischio finale #ForzaUdinese #AlèUdin https://t.co/mVP0qomESD
— Udinese Calcio (@Udinese_1896) October 18, 2026
უდინეზე სერია A-ს ცხრილში 4 ქულით მე-18 პოზიციაზეა (1 მოგება, 1 ფრე, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 ოქტომბერს მილანის წინააღმდეგ გამართავს.