Belive

CaughtOffside: "რუბენ ამორიმს მანჩესტერში პირველ შენაძენად კვარაცხელია სურს"

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" რუბენ ამორიმთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და 11-ნოემბრიდან, პორტუგალიელი მწვრთნელი "წითელ ეშმაკებში" პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

ცნობილი და ავტორიტეტული მედიაგამოცემა "CaughtOffside"-ის ინფორმაციით, რუბერ ამორინმა უკვე დაიწყო ახალ ფეხბურთელებზე ნადირობა და პირველი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც მას "მანჩესტერში" სურს, სწორედ ხვიჩა კვარაკცხელიაა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამორიმი უკვე ესაუბრა "წითელი ეშმაკების" მესვეურებს და ეს პოზიცია დაუფიქსირა, რის შემდეგაც მას მწვანე შუქი აუნთეს და აცნობეს, რომ ქართველი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ, კლუბი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში £90 მილიონი გადაიხადოს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუბენ ამორიმს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება "სპორტინგშიც" ძალიან სურდა და მას არაერთხელ აღუნიშნავს პრესკონფერენციის დროს, რომ მოხიბლულია კვარაცხელიას საფეხბურთო ცოდნითა და ინტელექტით.

ბრიტანულ მედიაში ასევე აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში მოყვანა ანტონის მაგივრად სურთ.

სანდო წყაროებმა ასევე განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის ქართველი, "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, ხვიჩა კვარაცხელიას ამ წინადადებაზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდება.

2024/25 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება გუნდს, ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატს 25 ქულით ლიდერობენ და მეორეადგილოსან "ინტერს" ერთი ქულით უსწრებენ.

სხვა სტატიები