ვესტ ჰემი ჰარი მაგუაირს აღარ შეიძენს
სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი მაგუაირი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დატოვებს.
"წითელმა ეშმაკებმა" გადაწყვიტეს, რომ ინგლისელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაეყიდათ. მცველი "ვესტ ჰემში" გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო.
"ჩაქუჩებმა" მანჩესტერელებს ოფიციალური შეთავაზება მეორედ გაუგზავნეს, თუმცა, მოიესის გუნდს განუცხადეს, რომ მაგუაირი არ იყიდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ვესტ ჰემი" ინგლისელი მცველის დამატებას აღარ შეეცდება. ამის მიზეზი "იუნაიტედის" უარია.
West Ham have decided to leave the race for Harry Maguire, as things stand — after trying again but no green light from Man United ⛔️⚒️ #WHUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2023
He’s no longer on the club’s list at this stage, as @Plettigoal reported. pic.twitter.com/SAzr02OszI
Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერი" გუნდიდან მაგუაირს არც იჯარის წესით არ გაუშვებს. მიუხედავად ამისა, ჰარის მოკლევადიანი კონტრაქტით დამატებით "ნიუკალსი" და "ევერტონიც" ინტერესდება. "წითელი ეშმაკები" მხოლოდ იმ შეთავაზებებს განიხილავენ, რომელიც მათი გუნდის რეინვესტირებისთვის იქნება მომგებიანი.