Belive

კელეჰერი: "მამარდაშვილის გამო გუნდიდან მივდივარ, პირველი მეკარეობა მინდა..."

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

25 წლის ირლანდიელი მეკარე - კაოიმ კელეჰერმა, "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

წარმოშობით ირლანდიელმა მეკარემ განაცხადა, რომ "ლივერპულში" მუდამ სკამზე ჯდომა არ სურს და ალისონის წასვლის შემდეგ ფიქრობდა, რომ იგი კლუბის პირველი მეკარე გახდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მერსისაიდულმა კლუბმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განახორციელა, როგორც ჩანს ამ ფაქტმა ირლანდიელი მეკარე გააბრაზა.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ განვაცხადე, რომ ამ კლუბში პირველი მეკარეობისთვის ვიბრძოდი, თუმცა უშედეგოდ, სწორედ ამიტომ, მსურს ისეთ კლუბში თამაში, სადაც პირველი მეკარე ვიქნები.

კლუბის მესვეურებმა გიორგი მამარდაშვილის შეძენით მიმახვედრეს, რომ მათ მე აღარ ვჭირდები და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა სხვა მიმართულებით მიდის.

მამარდაშვილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კლუბს რამდენიმე თხოვნით მიმართე, თუმცა მათ ჩემი არცერთი თხოვნა არ გაითვალისწინეს, სწორედ ამიტომ, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ კლუბი დავტოვო.

ყოველთვის ჩემს ხელში არ არის გადაწყვეტილების სრულად მიღება. ჩემი ამბიცია ნათელია. მე საკმარისად კარგი ვარ და მინდა წავიდე და სტაბილური სათამაშო დრო მივიღო..." - კაოიმ კელეჰერი

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული" გასულ თვეს "ვალენსიას" შეუთანხმდა და ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 35 მილიონად შეიძინა. 1 წლის შემდეგ გიორგი ენფილდზე გადაბარგდება, მანამდე კი თავად მოითხოვა, რომ იჯარის წესით 1 სეზონი ისევ ვალენსიაში გაატაროს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 25 წლის ირლანდიელი მეკარე "ლივერპულის" ძირითადი გუნდის ღირსებას 2018/2019 წლების სეზონიდან იცავს, ამ პერიოდში კი მან 47 მატჩში მიიღო მონაწილეობას, საიდანაც კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

სხვა სტატიები