დიეგო სიმეონე: "რაც უფრო ვუახლოვდებით ლიგის ფინალს, მით უფრო მეტად მჯერა ჩემი ბიჭების"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ატლეტიკოსა და ბარსელონას ჩემპიონთალიგური საპასუხო დაპირისპირების წინ, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და საკუთარი გუნდის შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
"ძალიან რთული მატჩი გველოდება წინ, თუმცა მე არაფერი მაშინებს, როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და თანაც ასეთი გულშემატკივრის წინაშე.
მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული გამარჯვება გვაქვს, ხვალინდელ მატჩს ძალიან მომზადებულები ვხვდებით. ალბათ ნახავდით, რომ ლა ლიგაში სევილიას წინააღმდეგ ძირითადის მხოლოდ 3 ფეხბურთელი ვათამაშე...
მე მივიღე გარანტია კლუბის პრეზიდენტისგან, რომ თუ ბარსელონას გავცდებით და 1/2-ფინალში გავალთ, ლა ლიგას დიდ ყურადღებას აღარ მივაქცევთ და მუდმივად მეორე გუნდით თამაშს გავაგრძლეებთ, რადგან მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გარანტირებული გვაქვს.
ჩემი ბიჭები აღფრთოვანებულები არიან და ბუნებრივია, რომ მათ სჯერათ შემდეგ ეტაპზე გასვლის. უცნაური იქნებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყვნენ. პატივისცემით, მოუთმენლად ველი შესანიშნავ მატჩს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენს სახლში.
რაც შეეხება მსაჯებს, ამაზე არაერთხელ ვისაუბრე და ბუნებრივია, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე გასვლით, მსაჯებზე ზეწოლა იზრდება, რაც ჩემი საქმე ნამდვილად არ არის...
რაც უფრო ვუახლოვდებით ლიგის ფინალს, მით უფრო მეტად მჯერა ჩემი ბიჭების, თუმცა ჯერ ხვალინდელი მატჩია მოსაგები..." - დიეგო სიმეონე
ბარსას ხვალინდელ მატჩში რემონტადა სჭირდება (მინიმუმ 3 უპასუხო გოლი, ან მეტი, გოლების რაოდენობის მიხედვით).
ატლეტიკოსა და ბარსელონას განმეორებითი დაპირისპირება 14 აპრილს 23:00 საათზე გაიმერთება.