ვერატი: ,,ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება''
,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, საფრანგეთის ლიგა 1-ზე ისაუბრა:
,,საფრანგეთში აღმოვაჩინე ახალი ჩემპიონატი, რომელმაც კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. ლიგას თითოეულ ქვეყანაში თავისი სპეციფიკა აქვს. ლიგა 1 ფეხბურთელებისგან მოითხოვს, რომ ფიზიკურად 100%-ით დაიხარჯონ. მე ძალიან მაღალი არ ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ, აქ კი მეტოქეებთან დაპირისპირებისას ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ეს ჩემპიონატი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. საფრანგეთში ბევრი კარგი მოთამაშეა. ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება,'' - ვერატის სიტყვებს L'Equipe ციტირებს.
მარკო ვერატი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.