Belive

ჯანლუიჯი დონარუმა: ,, ვეცდები, კრიტიკოსებს ჩემი შესაძლებლობები დავანახო''.

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ-ს" ამჟამინდელმა და "მილანის" ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ "როსონერისთან" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ამ მატჩში კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემას აპირებს.

"მილანი" მრავალი წელია ჩემი სახლია, ასე რომ, ჩემი გულის ნაწილი ისევ აქ რჩება. მე ისევ ისე ვიგრძნობ თავს, როგორც სახლში დაბრუნებული.

განსაკუთრებული და ამავდროულად, რთული მატჩი იქნება. "მილანი" შეჩვეულია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. ძალიან დაბალანსებულ ჯგუფში რთული თამაში იქნება. სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფრის გაკეთება მოგვიწევს.

ორი წლის განმავლობაში მაკრიტიკებდნენ "პსჟ-ში" გადასვლის გამო, ეს მაწუხებს, რადგან ამ წლების განმავლობაში, "მილანს" ყველაფერი ვაჩუქე.

ეს იქნება განსაკუთრებული მატჩი, რომელშიც დადგება დრო, რომ ყველას დავუმტკიცო ყველაფერი. უბრალოდ ახლა სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. ეს არის მატჩი სათამაშოდ და მოსაგებად, ამიტომ მე ამაზე ვარ კონცენტრირებული", - - თქვა იტალიის ნაკრების გოლკიპერმა.

"პსჟ;" "მილანს" 25 ოქტომბერს უმასპინძლებს, ხოლო მილანური მატჩი "სან სიროზე" 8 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები