Belive

ვერატი: ,,დასრულდა თუ არა ლიგა 1 მარსელთან მოგებით? წინ კიდევ ბევრი მატჩია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, ,,მარსელთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა:

,,ეს ისტორიულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ისინი სულ რაღაც 5 ქულით ჩამოგვრჩებოდნენ და ვიცოდით, რომ მოსაგებად საჭირო უმაღლეს დონეზე თამაში იყო. ეს 3 ქულა დავიმსახურეთ, ამიტომ შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.

გასახდელში დიდი სიხარულ იყო, ეს სეზონის მნიშვნელოვანი მომენტია და მოგება თავდაჯერებულობას გვმატებს.

დასრულდა თუ არა საფრანგეთის ჩემპიონატი ამ მატჩის შემდეგ? არა, წინ კიდევ ბევრი მატჩია,'' - განაცხადა ვერატიმ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25 ტურის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენი'' 60 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მარსელს'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები