Belive

ბაიერნთან მატჩამდე პსჟ-ს ერთ-ერთი ფეხბურთელი ვარჯიშზე მთვრალი მივიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტმა - რომან მოლინამ, ერთ-ერთ ცნობილ ფრანგულ ტელევიზიასთან სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.

ჟურნალისტის მტკიცებით, "პსჟ"-ში "ბაიერნთან" მატჩის წინ დიდი არეულობა იყო, მიზეზი კი ის იყო, რომ პარიზული კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი, მატჩისწინა ვარჯიშზე მთვრალი მივიდა, რასაც კლუბში არეულობა მოჰყვა.

ფრანგი ჟურნალისტი თავს იკავებს ფეხბურთელის დასახელებისგან, თუმცა გვამცნობს, რომ ამ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან", ხოლო ლიგა 1-ში "ნანტის" წინააღმდეგ ითამაშა.

ჟურნალისტის განცვიფრება კი იმან გამოიწვია, რომ ამ ფაქტის შემდეგ, "პსჟ"-ს მწვრთნელმა - კრისტოფერ გალტიემ, ეს ფეხბურთლი "ბაიერნის" წინააღმდეგაც ათამაშა.

"ფეხბურთელი, რომელიც ალიანც არენაზე სასტარტო თერთმეტეულში იყო, ორშაბათს დილით ვარჯიშზე მთვრალი მოვიდა..." - განაცხადა რომან მოლინამ.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშებიდან 1/8-ფინალურ ეტაპზე "ბაიერნთან" გამოვარდა.

სხვა სტატიები