კვარაცხელია ადიდასის ახალ სარეკლამო კამპანიაში
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს Adidas-ის ორიგინალური რეკლამა გამოქვეყნდა, რომელშიც მონაწილეობას 'პსჟ'-ს ვარსკვლავები ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ნუნო მენდეში იღებენ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში "პარკ დე პრენსზე", "ასტონ ვილასთან" დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე, პარი სენ-ჟერმენმა adidas-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა რეკლამა, რომელშიც მალიქ ბენტალჰამ (კომიკოსი) ტურისტულ სააგენტოში მიიღო სამი პარიზელი: ხვიჩა კვარაცხელია, ნუნო მენდეში და უსმან დემბელე. კომიკოსი უსმანს ეხუმრა კიდეც, რომ ამ სეზონში "ნამდვილად ზუსტი გახდა".