Belive

"ვერ ვიტყვით, რომ ბარსა კუდუსს იყიდის, მაგრამ ინტერესი არსებობს" - ჯორდი კრუიფი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ჯორდი კრუიფმა განაცხადა, რომ "აიაქსისა" და განას ნახევარმცველს მუჰამედ კუდუსს თვალს ადევნებს, რომელიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ასპარეზობს.

22 წლის კუდუსი 2020 წელს "აიაქსში" გადავიდა და გუნდის მამოძრავებელ ძალად იქცა. ამ სეზონში 21 მატჩში ნახევარმცველმა ათი გოლი გაიტანა.

ახლა, კუდუსმა საყოველთაო ყურადღება დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო. მან სამხრეთ კორეასთან მოგებულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

მისი ნაჩვენები თამაშის გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბევრის ყურადღება მიიპყრო და მათ შორის არის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ჯორდი კრუიფიც.

„მოჰამედ კუდუსს ერთ წელზე მეტია თვალს ვადევნებთ. ვერ ვიტყვით, რომ "ბარსა" კუდუსს იყიდის, მაგრამ ინტერესი არსებობს. ის გოლებს იტანს და ნიდერლანდებში მასზე ბევრს ლაპარაკობენ. დიახ, მე მას კარგად ვიცნობ" - განაცხადა ჯორდი კრუიფმა.

განას ნაკრებმა, გასულ ტურში, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. აფრიკელები ამჟამად, 4 ქულით H ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ. მათ მომავალი შეხვედრა ურუგვაის წინააღმდეგ ელით. იმისათვის, რომ "შავი ვარსკვლავი" 1/8 ფინალში უპრობლემოდ გავიდეს სამხრეთ ამერიკული ნაკრები უნდა დაამარცხოს. აღნიშნული მატჩი 2 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები