Belive

"10 წელზე მეტია წარმატებული მწვრთნელი სწორედ ამიტომ ვარ" - ერიკ ტენ ჰაგი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "შეფილდს" უმასპინძლა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა მოწინააღმდეგე 4:2 დაამარცხა და მორიგი სამი ქულაც ჩაიწერა.

მანჩესტერელებს წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელით, რომელიც 25 მაისს არის ჩანიშნული. FA თასის ფინალში "იუნაიტედი" "სიტის" შეხვდება და ეცდება ინგლისის თასს დაეუფლოს. "შეფილდის" თამაშის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა ამ მნიშვნელოვანი მატჩის შესახებ ისაუბრა.

FA თასის ფინალში ყოფნით გაოცებული არ ვართ. მოგება გვინდა. მოედანზე ამისთვის გამოვდივართ, ეს ჩვენი მენტალობაა. სწორედ ამიტომ ვართ წარმატებულები. ყველა შემადგენლობისგან ვცდილობ მაქსიმუმი გამოვწურო და 10 წელზე მეტი წარმატებული მწვრთნელი ამის დამსახურებით ვარ. - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა

როგორც უკვე გითხარით, FA თასის ფინალში მანჩესტერული დერბი 25 მაისს შედგება. მატჩი 18:00 საათზეა ჩანიშნული და მას ლეგენდარული "უემბლი" უმასპინძლებს.

სხვა სტატიები