Belive

ვენგერი: ,,მანჩესტერ სიტის 2-3 ახალი ფეხბურთელი სჭირდება''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,არსენალის'' მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ,,მანჩესტერ სიტიმ'' შემადგენლობა უნდა გაახალგაზრდავოს:

,,მაშინ, როცა ,,სიტი'' ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღნიშნავდა, ვფიქრობდი, რა უნდა ქნას ახლა ამ გუნდმა? წავიდეს ახალ გამოწვევებზე თუ განვითარება გააგრძელოს? შესაძლოა, მათ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგონ.

ამ გუნდს ასაკოვანი შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ არც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. 22 წლის ჰოლანდის გარდა, ყველა 24-დან 32-წლამდეა. ამრიგად, 2-3 მოთამაშის შეცვლა აუცილებელია. გუნდმა ასეთივე დონის ფეხბურთელები უნდა მოძებნოს.

რაც ,,სიტიში'' მომწონს, არის ის, რომ მათ უზარმაზარი ფინანსური რესურსი გონივრულად და რაციონალურად გამოიყენეს. ისინი მოუთმენელნი არ ყოფილან. გუნდი თანდათან იშორებს ფეხბურთელებს, რომლებიც მის მენტალიტეტს ვერ ერგებიან,'' - თქვა ვენგერმა beIN Sports-ის ეთერში.

,,მანჩესტერ სიტიმ'' 2022-2023 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შედეგად, გვარდიოლას გუნდმა ისტორიული ტრებლი შეასრულა.

სხვა სტატიები