Belive

"როცა მეტოქე წინ გადის ჩვენ უკან არ ვიხევთ" - ფილ ფოდენი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ მადრიდში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. "რეალსა" და "სიტის" შორის გამართული შეხვედრა გულშემატკივრისთვის საოცრად სანახაობრივი გამოდგა. მატჩი 3:3 დასრულდა და ფანებმა არაჩვეულებრივ გოლებთან ერთად, უმაღლესი კლასის ფეხბურთიც იხილეს.

ამ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ფილ ფოდენი დასახელდა, რომელმაც საკმაოდ ლამაზი გოლი გატანაც შეძლო.

არ ვფიქრობ, რომ ჩვენმა სწრაფმა გოლმა სათამაშო გეგმა შეცვალა, თუმცა ამას გავლენა ყოველთვის აქვს. მოწინააღმდეგემ მალევე გვიპასუხა. გადაწყობა მოგვიწია და ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.

ამ გუნდმა დიდი გზა გაიარა. როცა მეტოქე წინ გადის, ჩვენ უკან არ ვიხევთ. საკუთარი შესაძლებლობები ვიცით და ყოველთვის გვჯერა, რომ წამგებიანი პოზიციიდან დაბრუნება შეგვიძლია. ამ გუნდის მოთამაშედ ყოფნა ჩემთვის საოცარია. - განაცხადა ფილ ფოდენმა

"სიტისა" და "რეალის" განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული. ამჯერად, ინგლისურ-ესპანური დაპირისპირება "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართება.

სხვა სტატიები