Belive

მარკ გეჰის სიტიში ტრანსფერი გარდაუვალია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტი მარკ გეჰის ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაა. 'ქალაქელები' მცველთან პირად პირობებზე შეთანხმდნენ, სანამ ის კრისტალ პალასიდან, 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის (26.7 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სანაცვლოდ, სიტიში გადავა. პეპ გვარდიოლას გუნდი იანვარში კიდევ ერთ მნიშვნელოვან შევსებას გეგმავს - მათ ამ თვეში, ბორნმუთიდან, ანტუან სემენიო უკვე დაიმატეს.

Sky Sports-ის რეპორტიორის, რობ დორსეტის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი ახლა ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გარიგება, სავარაუდოდ, შაბათ-კვირის ბოლომდე დასრულდება.

გვარდიოლას გუნდმა გეჰის გადაბირებაში ლივერპულსა და არსენალს აჯობა.

გეჰით, რომელმაც ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად დაიმკვიდრა თავი, ასევე ინტერესდებოდნენ ევროპული გრანდები: ბაიერნი, რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მადრიდი - ინგლისელ მცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

სხვა სტატიები