ვარჯიშზე დაბრუნების მიუხედავად, არდა გიულერი სათამაშოდ მზად არ არის
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"რეალ მადრიდის" გულშემატკივრები კარლო ანჩელოტის განცხადებამ აღაშფოთა. მიუხედავად ვარჯიშზე დაბრუნებისა, არდა გიულერი სათამაშოდ მზად არ არის.
ის საკმაოდ კარგია, მაგრამ ფიზიკური მომზადება აკლია. ვფიქრობ, 10 დღეში ან ორ კვირაში ფორმაში იქნება. მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ბელინგემს ჰგავს. გიულერი ძალიან ახალგზარდა და კიდევ დიდი დრო აქვს. ის გუნდს უნდა მოერგოს და ამაში ეხმარებიან კიდეც. ის ბედნიერი არ არის, რადგან ყველაფერი ისე არ დაიწყო როგორც მას სურდა. ის მალე მზად იქნება, რომ მისი ნიჭი მთელს მსოფლიოს აჩვენოს. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ
⚪️ Ancelotti: “Arda Güler now is in great shape, still needs bit more time… maybe 10 days”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 20, 2023
“He wanted to start in a different way, but he is very young. He has all the time in the world to do well here”.
“He’ll be ready soon and show his enormous talent.” 🇹🇷 pic.twitter.com/Z04vJ2zC7X
შეგახსენებთ, რომ არდა გიულერი მადრიდულ კლუბში "ფენერბაჰჩედან" გადავიდა. თურქი ფეხბურთელი ესპანურმა კლუბმა 25 მილიონ ევროდ შეიძინა.