Belive

ვინ იქნება რეალის ახალი მწვრთნელი? მთავარი კანდიდატები

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ მადრიდის რეალმა ხაბი ალონსო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი ალვარო არბელოა დანიშნა. ამის მიუხედავად, სავარაუდოა, რომ მადრიდელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან.

Independent-ის ცნობით, ,,სამეფო კლუბის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ამ ეტაპზე ენცო მარესკა ლიდერობს.

მარესკას გარდა, პერესის ფავორიტთა შორის იურგენ კლოპი და ზინედინ ზიდანი არიან.

ასევე, სავარაუდო ვარიატებს შორისა სახელდებიან ანდონი ირაოლა (ბორნმუთი) და რობერტო დე ძერბი (მარსელი).

ლა ლიგის 19 ტურის შემდეგ, რეალს 45 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა. მადრიდული გრანდი არბელოას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს ხვალ ღამით, ესპანეთის თასზე, ალბასეტეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები