Belive

ვარიალემ დე ლაურენტისს მიმართა: "სასწრაფოდ გაუხანგრძლივეთ კვარაცხელიას კონტრაქტი..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა - ენრიკო ვარიალემ, "ნაპოლი" "ვერონას" დაპირისპირების შემდეგ, ნეაპოლელთა პრეზიდენტს - აურელიო დე ლაურენტისს მიმართა და ურჩია, რომ ქართველ შემტევს - ხვიჩა კვარაცხელიას, სასწრაფო წესით გაუხანგრძლივოს კონტრაქტი.

კერძოდ, ვარიალემ ყურადღება ორ მოთამაშეზე გაამახვილა, რომლებიც მარადონაზე გამართულ მატჩში ბრწყინავდნენ: ხვიჩა კვარაცხელიასა და ასევე „ვერონაში“ იჯარით მოთამაშე ნახევარმცველი ფოლორუნშო, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა, დე ლაურენტისმა გუნდში უნდა დაიბრუნოს.

„დე ლაურენტისი რომ ვიყო, კვარას კონტრაქტს ხვალვე გავუგრძელებდი, ჩემპიონს, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხელფასს იღებს. შემდეგ კი, ფოლორუნშოს სახლში, რაც შეიძლება მალე დავაბრუნებდი, „ნაპოლის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც დღეს ვნახეთ, მოედანზე ყვითელი მაისურით იყო“.



- ენრიკო ვარიალე

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, "ნაპოლი" მე-7 პოზიციაზე 35 ქულით იმყოფება. შემდეგ ტურში კი "ნეაპოლური" კლუბი 11 თებერვალს, "მილანის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 3 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები