Belive

ლევერკუზენმა ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბაიერ ლევერკუზენმა ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გერმანულ გუნდს სულ რაღაც ორი მატჩი უხელმძღვანელა.

ამ ნაბიჯის გადადგმა არავის უნდოდა. თუმცა, გასულმა რამდენიმე კვირამ აჩვენა, რომ ამ მოცემულობით წარმატებული გუნდის აწყობა შეუძლებელი იყო. - განაცხადა კლუბის დირექტორმა სიმონ როფლესმა

ბუნდესლიგაში გამართულ ორ შეხვედრაში "ფარმაცევტებმა" მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. ჰოფენაიმთან წაგებული პირველი შეხვედრის შემდეგ, ლევერკუზენმა 10-კაციან ბრემენს ვერ მოუგო და შეხვედრა, სადაც 2:0-ს იგებდა, 3:3 დასრულდა.

სხვა სტატიები