Belive

ვარანი რეალს ტოვებს? - ფრანგი მცველთან პრემიერ ლიგის გრანდი მოლაპარაკებებს აწარმოებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა დიდი ბრიტანეთში გადაბარგდეს. El Chiringuito- ს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკმაოდ წარმატებულადაც. "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ვარანს დაცვის ცენტრში, ჰარი მაგუაიერისთვის იდეალურ პარტნიორად განიხილავს და მზად არიან ფრანგს მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი შესთავაზონ. მადრიდის "რეალს" მიაჩნია, რომ რაფაელთან კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი იქნება, ამიტომ ისინი მზად არიან განიხილონ მისი გაყიდვის წინადადებები. მიმდინარე სეზონში, "რეალის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 შეხვედრაში, ვარანმა 2 გოლის გატანა შეძლო. ვარანი მადრიდის "რეალში" 2011 წლის ზაფხულში, ფრანგული "ლენსისდან" გადავიდა. "სამეფო კლუბმა" მის შესაძენად 10 მილიონი ევრო გადაიხადა. მისი კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2022 წლის 30 ივნისამდე ძალაშია. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს. მან კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები