VAR-ის სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილებები - რეალი ალმერიას მატჩის გამოხმაურებები
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში "რეალ მადრიდმა" "ალმერია" ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხა. "ალმერია" პირველ ტაიმში 0:2-ს იგებდა.
მეორე ტაიმში რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც VAR-მა გადაამოწმა გთავაზობთ თითოეულ მათგანს:
პირველ ეპიზოდში "ალმერიას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "რეალმა" წარმატებით შეასრულა:

მეორე ეპიზოდში "ალმერიამ" გოლი გაიტანა მაგრამ არ ჩაუთვალეს:

მესამე ეპიზოდში "რეალმა" გაათანაბრა:

საბოლოოდ "რეალ მადრიდმა" როგორც უკვე აღვნიშნეთ ბოლო წუთზე კარვახალის მიერ გატანილი გოლით გაიმარჯვა.
დიდი გამოხმაურებაა სოციალურ ქსელებში, რომ მატჩში ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, ამას ისიც დაემატა, რომ პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ ასეთი რამ თქვა: "მსაჯის გადაწყვეტილებები დღეს სწორი იყო. მე მესმის "ალმერიას" რეაქცია, მაგრამ ეს ყველაფერი სწორი იყო".
"ალმერიას" ფეხბურთელმა მელერომ მატჩის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: "ვგრძნობ, რომ გაგვქურდეს".
დანი კარვახალი მელეროს ამ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ: "თუ ის მშვიდად შეხედავს ყველა ეპიზოდს, შეამჩნევს, რომ მსაჯის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო. VAR ეხმარება ფეხბურთს იყოს უფრო სამართლიანი".
როგორი გამოხმაურება მოჰყვა "რეალ მადრიდისა" და "ალმერიას" დაპირისპირებას სოციალურ ქსელში, გთავაზობთ საზოგადოების რეაქციას:
"VAR ფეხბურთს არ ეხმარება.. ის მხოლოდ მადრიდის "რეალის" მხარეს არის"
"ძარცვის აქტი მადრიდისა და ლა ლიგის მიერ"
"მადრიდის "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ ვინისიუს უმცროსის გოლი ხელბურთის სახეობა იყო"
"ეს არის დღისით ძარცვა"
"მადრიდის "რეალმა" მსაჯს გადაუხადა მხოლოდ იმისთვის, რომ მოეგო პატარა "ალმერიას" წინააღმდეგ"
"სწორია, როცა ეს მის სასარგებლოდაა" (კარლო ანჩელოტის კომენტარზე)
"დონ კარლო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ ძარცვის შემდეგ მსაჯებზე მაინც ნუ ლაპარაკობთ. ჯობდა არაფერი გეთქვათ. უბრალოდ თქვი, რომ სადავოა. ყველამ დაინახა რაც მოხდა"
მატჩის ყველა მომენტი