Belive

ანჩელოტი ბრაზილიაში გადაწყვეტილია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Athletic-ის ცნობით, კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, იტალიელი ივნისში 'სელესაოს' მთავარი მწვრთნელი გახდება. სამხრეთ ამერიკელებს მთავარი ოცნება 2026 წელს ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში გასამართი მუნდიალის მეექვსედ მოგებაა.

იტალიელი მწვრთნელი ახლა ფორმალობებზე მუშაობს, რათა 'რეალიდან' წასვლა ოფიციალურად მომზადდეს. ბრაზილიას სურს, რომ მათ ანჩელოტიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ეკვადორთან და პარაგვაისთან, შესაბამისად, 6 და 10 ივნისს უხელმძღვანელოს.

იმავე წყარო ამბობს, რომ ანჩელოტი მხოლოდ 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რეალს კი ივნისიდან დროებითი მწვრთნელი ეყოლება, რომელიც მადრიდელებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უთავკაცებს.

სხვა სტატიები