ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა, გუნდი კუმანმა ჩაიბარა
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
როგორც აპრილში იყო გადაწყვეტილი, ,,ნარინჯისფრების'' ახალ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა.
59 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებშიც წვრთნიდა, ბოლოს კი კატალონიის ,,ბარსელონაში'' მუშაობდა.
რაც შეეხება ვან გაალს, მან ნიდერლანდები მესამედ გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ნაკრები გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინასთან დამარცხდა.
Louis van Gaal leaves Dutch national team as already planned before the World Cup. 🚨🇳🇱 #Qatar2022
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 10, 2022
Ronald Koeman signed the contract as new head coach in April — he’s already in charge as new Netherlands manager. His return was already official. 🟠🤝🏻 pic.twitter.com/4AN2tDxwsu