ბერგვაინმა კუმანს უპასუხა: "არც მინდა მასთან თამაში, კაცმა რომელმაც სახალხოდ გამლანძღა"
4 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის სანაკრებო შეჯიბრი უკვე დაიწყო, ნიდერლანდები ტურნირის ფარგლებში ბოსნია ჰერცოგოვინას და გერმანიას დაუპირისპირდება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ნაკრების კარი დახურული იმიტომაა, რომ იგი 26 წლის ასაკში საუდის არაბეთში ფულის საშოვნელად წავიდა.
ამ ფაქტზე კი თავად ფეხბურთელმა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს უპასუხა.
"აღარც კი მინდა ამ მწვრთნელისთვის თამაში. არ ვითამაშებ ადამიანთან, რომელიც ისე დამაბულინგებს, როგორც მან გააკეთა მედიის წინაშე.
მას შეეძლო რომ ჩემთვის დაერეკა და ჩემი აზრიც მოესმინა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ასე მოიქცე საჯაროდ, როდესაც ჩემთან არც კი უსაუბრია?!
საწყენია და რა თქმა უნდა, სულ რომ ნაკრებში დამპატიჟონ, სანამ კუმანის ხელშია ჩვენი ნაკრები, მე იქ არ ვითამაშებ." - სტივენ ბერგვაინი
სტივენ ბერგვაინი 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ "აიაქსიდან" საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიჰადში" გადავიდა.
26 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 35 შეხვედრა აქვს ჩატერებული, რა დროშიც 8 გოლის გატანა მოახერხა.