Belive

სკალონი: ,,მომდევნო ეტაპზე გასვლას მუნდიალზე დარჩენილი რვავე ნაკრები იმსახურებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელები პენალტების შესასრულებლად ყოველთვის რჩებიან, მაგრამ როცა ბურთს თერთმეტმეტრიანების სერიაში უახლოვდებ, ეს ლატარიაა. მსოფლიო ჩემპიონატზე დარჩენილი 8 გუნდიდან, მომდევნო ეტაპზე გასვლას ნებისმიერი იმსახურებს. ხვალინდელი თამაშის ყურება სასიამოვნო იქნება. ეს არის ორი ნაკრები, რომელიც შეტევას ყოველთვის ცდილობს.

პრინციპში, დე პაული მწყობრშია. დღევანდელ ვარჯიშზე გადაწყდება, როგორ დაკომპლექტდება გუნდი. გუშინ როდრიგომაც ივარჯიშა და დე პაულმაც, მაგრამ გუნდის სანახავად წინ კიდევ ერთი ვარჯიშია,'' - განაცხადა სკალონიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხდფინალური ეტაპის შეხვედრაში არგენტინის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება, მატჩი ხვალ, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები