Belive

ვან გაალი: ,,2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამაზე სუსტი ნაკრებით მე-3 ადგილზე გავედით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, სენეგალთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ,,ნარინჯისფრების'' შემადგენლობა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს იყო, როცა ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ:

,,სენეგალი აფრიკის ჩემპიონია და მათთან თამაში მარტივი არ იქნება. დიახ, მათ სადიო მანე გამოაკლდათ, მაგრამ ჩვენ მემფის დეპაის გარეშე ვთამაშობთ.

მე მანეს გულშემატკივარი ვარ. როცა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' ვმუშაობდი, მის გაფორმებას ვცდილობდი. რა თქმა უნდა, ის სენეგალს დააკლდება, მაგრამ ჩვენ არ გვეყოლება ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი გოლი და პასია.

უკვე გადავწყვიტე, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. რთული არ ყოფილა. 2014 წელს უფრო სუსტი გუნდით მესამე ადგილი დავიკავეთ. მჯერა, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია,'' - განაცხადა ვან გაალმა.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ნიდერლანდები სენეგალს შეხვდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები