მესი გახდა მე-9 ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი აქვს მოგებული
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.
,,ალბისელესტეს'' კაპიტანი, ლეო მესი გახდა მე-9 ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც კარიერის განმავლობაში მუნდიალის, ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის და ,,ოქროს ბურთის'' მოგება შეძლო.
არგენტინელმა ბობი ჩარლტონის, ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერის, პაოლო როსის, ზინედინ ზიდანის, რივალდოს, რონალდინიოსა და კაკას მიღწევა გაიმეორა.
მესის ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ (2005-2006, 2008-2009, 2010-2011, 2014-2015), ,,ოქროს ბურთი'' კი შვიდჯერ აქვს მოგებული (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021).