Belive

მუნდიალი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის 10 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, Goal.com-მა ტურნირის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

ვებგვერდის ვერსიით, მუნდიალის მოგების ყველაზე დიდი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს, რომელიც ჯგუფში სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად იასპარეზებს.

მეორე ადგილზე არგენტინის ნაკრები გავიდა, მესამეზე კი - გერმანიის.

ხუთეულში, ასევე, ესპანეთი (4) და საფრანგეთი (5) მოხვდნენ.

Goal-ის აზრით, მუნდიალის მთავარი აუტსაიდერები საუდის არაბეთი (32), ავსტრალია (31) და ტუნისი (30) არიან. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ყატარი რეიტინგში 29-ე ადგილს იკავებს.

ტურნირის 10 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ბრაზილია
  2. არგენტინა
  3. გერმანია
  4. ესპანეთი
  5. საფრანგეთი
  6. ინგლისი
  7. ნიდერლანდები
  8. დანია
  9. ბელგია
  10. ხორვატია

მსოფლიო ჩემპიონატი დღეს ყატარისა და ეკვადორის შეხვედრით გაიხსნება. ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები