ვან დერ ვაარტი: ,,ზიულე გერმანელი ჰარი მაგუაიერია''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა, განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების მცველს, ნიკლას ზიულეს, მსოფლიო დონის ფეხბურთელად არ მიიჩნევს:
,,გერმანიის ნაკრებს დაცვაში პრობლემები აქვს. ზიულე მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ არის. ის გერმანელი ჰარი მაგუაიერია,'' - ვან დერ ვაარტის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
გერმანიის ნაკრები ბოლო ტურში კოსტა რიკასთან გამარჯვების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს მიღმა დარჩა. ზიულე ,,ბუნდესნაკრების'' სამივე შეხვედრაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო.
E ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით იაპონიამ დაიკავა, მეორე პოზიციაზე ესპანეთი გავიდა (4 ქულა), მესამეზე – გერმანია (4 ქულა), მეოთხეზე კი – კოსტა რიკა (3 ქულა).