Belive

ვან დე ვენი მიქაუტაძის წინააღმდეგ ჯარიმაზე: ,,არასდროს იცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსაჯი''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილიარეალთან მოგებულ მატჩზე ტოტენჰემის მცველმა, მიკი ვან დე ვენმა ისაუბრა. ნიდერლანდელ მცველს შეხვედრის მიწურულს გიორგი მიქაუტაძის წინააღმდეგ დარღვევაზეც ჰკითხეს, რომელიც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმად არ შეაფასა:

,,რთული მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ მოგება მნიშვნელოვანი იყო.

ვილიარეალის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის, ყოველ ჯერზე, როცა მეტოქე კონტრშეტევაზე გადმოდიოდა, მათი თავდამსხმელები ძალიან სახიფათოები იყვნენ. საბოლოოდ, 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ და ეს მთავარია.

ჩემი ყვითელი ბარათი მატჩის ბოლოს? რა თქმა უნდა, წინასწარ არასდროს იცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსაჯი. ვფიქრობ, ეს წითელი ბარათი არ ყოფილა. გამეორება არ მინახავს, ამიტომ ახლა ამ ეპიზოდზე ვერაფერს ვიტყვი.'' - მიკი ვან დე ვენი

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვილიარეალი ტოტენჰემთან სტუმრად 1:0 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები