Belive

არსენალი 'წმინდა ტოტერინგის' დღეს ისტორიაში ყველაზე ადრე აღნიშნავს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არსენალის გულშემატკივრებს შეუძლიათ, უკვე დატკბნენ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ადრეული „წმინდა ტოტერინგის დღის“ აღნიშვნით. დღეს, მათმა ჩრდილოეთ ლონდონელმა მეზობელმა ტოტენჰემმა კიდევ ერთი თამაში წააგო (ფულემთან 2:1).

წმინდა ტოტერინგის დღე, არსენალის გულშემატკივრებისთვის, არაოფიციალური დღესასწაულია, რომელიც აღნიშნავს თარიღს, როდესაც „მეთოფეები" მათემატიკურად ინაღდებენ იმას, რომ ტურნირს ტოტენჰემზე მაღლა დაასრულებენ.

"ტოტერინგობა" 2000-იანი წლების დასაწყისში შემოიღეს და უფრო მეტი პოპულარობა 2010-იან წლებში მოიპოვა, მაშინ არსენალმა ეს მიღწევა ზედიზედ 21-ჯერ გაიმეორა. აქამდე ყველაზე ნაადრევ აღნიშვნად 2008 წლის 8 მარტი ითვლებოდა, ახლა კი ამ თარიღმა 1-ელ მარტამდე გადმოიწია.

ტოტენჰემის ფულემთან წაგების შემდეგ, ტოტენჰემს 29 ქულა დაუგროვდა, დასრულებამდე 10 ტურია დარჩენილი და მათ მაქსიმუმ 59 ქულის მოპოვების შანსი აქვთ, არსენალს კი ამ დროისთვის უკვე ჰქონდა 61 ქულა(მოგვიანებით ჩელსის მოუგო და 64 გაუხდა), შესაბამისად, წელს 'წმინდა ტოტერინგის დღესასწაული' პირველ მარტს დადგა.