"ვილიარეალისთვის მიქაუტაძე ნამცხვარზე ნაყინია" - Diario As
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი სამეფო კლუბს ესტუმრება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ესპანური გამოცემა Diario As ვილიარეალზე და ჟორჟზე წერს.
მიქაუტაძე - პატარა ეშმაკი
ვილიარეალი, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე 100 მილიონზე მეტი დახარჯა ბერნაბეუზე ჩადის. აღნიშნული თანხა კლუბისთვის უპრეცენდენტოა. ამ ინვესტიციის მესამედი პატარა ქართველ თავდამსხმელზე, სახელად ჟორჟ მიქაუტაძეზე მოდის, ფეხბურთელზე, რომელიც ვილიარეალის გულშემატკივრებს ყოველთვის ძალიან ახარებს.
ვილიარეალს შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდა, მათ იმაზე მეტი დახარჯეს ვიდრე ოდესმე. მათ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გაყიდეს, როგორებიც არიან: ალექს ბაენა, იერემი პინო, ნიკოლას ჯექსონი და პაუ ტორესი, მაგრამ ამის გამოსწორება ამ სეზონშივე მოხერხდა. ვილიარეალისთვის მიქაუტაძე "ნამცხვარზე ნაყინია", გუნდი შესანიშნავი მოთამაშეებისგან შედგება, რომელიც შესაძლოა იყოს ბოლო დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი. ამას მოწმობს იმ ფეხბურთელების სახელები, როგორებიც არიან: ნიკოლას პეპე, პაპე გეიე, აიოზე პერესი, ტაჯონ ბუკანანი, სანტი კომესანა, რენატო ვეიგა, მანორ სოლომონი და რაფა მარინი.
ვილიარეალის ფეხბურთელები მიქაუტაძის მსგავსი პატარა ეშმაკის ხელმძღვანელობით, ყვითელი მაისურის ტარებას ისურვებენ. მათთვის დანიშნულების წერტილი ბერნაბეუა და იქ ისეთი თამაში უნდა აჩვენონ, რომელიც გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში დაამახსოვრდებათ, რადგან მათ ყველაზე რთულ მოედანზე იმ გუნდის წინააღმდეგ უნდა გაიმარჯვონ, სადაც თამაში ყველაზე რთულია. - ესპანური გამოცემა Diario As
🟡 Llega al Bernabéu el Villarreal tras gastarse más de 100 millones en este mercado de fichajes, lo nunca visto... https://t.co/vrdJLZsRa3
— AS Fútbol (@AS_Futbol) October 4, 2025