ვან დაიკი: "მანეს გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ღარიბი იქნება"
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ვირჯილ ვან დაიკმა, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, სენეგალელი - სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა.
მიუხედავად, იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრები სადიო მანეს გარეშე დარჩენილ კიდევ უფრო სუსტ სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ვან დაიკი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მუნდიალი სადიო მანეს გარეშე კიდევ უფრო "ღარიბი" იქნება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ სადიო გამოტოვებს ჩვენს წინააღმდეგ მატჩს, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატი უბრალოდ იმსახურებს საუკეთესო ფეხბურთელებს, სადიო ერთ-ერთი მათგანია.
სადიო მსოფლიო დონის მოთამაშეა, ის ჩემი მეგობარია, ძალიან მიყვარს და მომენატრება". - განაცხადა ვირჯილ ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებები A ჯგუფში ერთად მიიღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად კი მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებები იქნებიან.