GIVEMESPORT-მა სანტიაგო ბერნაბეუზე ნაპოლის მარცხი იწინასწარმეტყველა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ Givemesport-მა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ტურის შეხვედრები განიხილა. ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალისა" და "ნაპოლის" მატჩია. აღნიშნულ დაპირისპირებაში Givemesport-მა ფავორიტად მასპინძელი გუნდი მიიჩნია. მათი თქმით, კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე 2:0 დამარცხდება.
ბოლო 11 მატჩია "რეალს" არცერთ ტურნირზე არ წაუგია. საკუთარ კარგ სერიას აგრძელებს ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც ბოლო შეხვედრაში "კადისს" გოლი გაუტანა. ინგლისელი, რომელმაც მადრიდში ჩასვლის შემდეგ 14 გოლი შეაგდო, ანჩელოტისთვის საკვანძო ფიგურა იქნება. იტალიელ სპეციალისტს სურს ჩემპიონთა ლიგაზე მისი საოცარი სვლა განაგრძოს და "ნაპოლი" გადაჭედილ "ბერნაბეუზე" დაამარცხოს.
ეს რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის სტუმარ გუნდს, რომელიც "რეალს" 5 ქულით ჩამორჩება. ბოლო შეხვედრაში "ნაპოლიმ" "უნიონ ბერლინთან" 1:1 ითამაშა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. "რეალთან" მოპოვებული გამარჯვება მათ, დიდი ალბათობით, პლეი-ოფის საგზურს გაუნაღდებს.
პროგნოზი: მადრიდის რეალი 2-0 ნაპოლი
ესპანური გუნდის შედეგიანობა სტუმარი გუნდისთვის მხოლოდ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო სამ მატჩში 11 გოლის გატანით, მადრიდელები საკუთარ საოცარ ფორმას ადასტურებენ და ჯგუფიდან გავლის მიუხედავად, მეტოქისთვის ზეწოლის შემსუბუქებას საერთოდ არ აპირებენ. - წერს Givemesport
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ხვალ, 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.