დრაგუშინი ნაპოლიში არ წავა - ტრანსფერში ბაიერნიც ჩაერთო
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ „ჯენოას“ რუმინელი ცენტრალური მცველის - რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე მუშაობენ.
როგორც იტალიურ მედიაში ცნობილი ხდება, 21 წლის რუმინელი ცენტრალური მცველის ტრანსფერი, ნეაპოლურ კლუბში თავად პრეზიდენტმა - აურელიო დე ლაურენტისმა მოითხოვა, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლურ კლუბში რუმინელი მცველის ტრანსფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან მისი გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა და ისინი მზად არიან, რომ დრაგუშინის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, ეს სწორედ ის თანხაა, რასაც "ჯენოა" რუმინელ მცველში ითხოვს.
რადუ დრაგუშინი ღრმა ბავშვობიდან ტურინის "იუვენტუსის" ასაკობრივ კლუბებში თამაშობდა, შემდეგ "ჯენოაში" გაანათხოვრეს, საბოლოოდ კი, კლუბმა იგი გამოისყიდა.
პოზიციით ცენტრალური მცველის ანგარიშზე, სერია A-ს მიმდინარე სეზონში 19 ჩატარებულ მატჩში 2 გატანილი გოლი და 1 შესრულებული საგოლე გადაცემაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუმინელი მცველი TOP 5 ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად და ფეხბურთელად ითვლება.