Belive

ვალვერდეს 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება - რეალი გასაჩივრებისთვის ემზადება

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდული დერბი შედგა. რეალმა ატლეტიკოს უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა - დერბის ჰქონდა ყველაფერი, რითაც ეს მატჩი ფასობს: ულამაზესი გოლები, დაძაბულობა, წითელი და მსაჯობის განხილვა.

პირველი ტაიმი ატლეტიკომ 0:1 გაიმარჯვა, თუმცა მთავარი სანახაობა სწორედ მეორე ტაიმში იყო, სადაც საბოლოოდ 'სამეფო კლუბმა' 3:2 გაიმარჯვა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი - ფედერიკო ვალვერდე კი წითელი ბარათით დაისაჯა. 77-ე წუთზე ფედე ვალვერდემ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დატოვა, თუმცა სამეფო კლუბმა მოგება ხელიდან აღარ გაუშვა.

დღეს დილიდან ესპანურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სადისციპლინო კომიტეტი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ იმსჯელებს. თავის მხრივ რეალი ფედე ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს.

მატჩის მთავარმა მსაჯმა მუნუერამ კი მატჩის შემდგომ ანგარიშში ჩაწერა, რომ ურუგვაელის ქმედებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სპორტულ ნორმებთან და მან ასე ხისტად განზრახ ითამაშა, რითაც მეტოქე ფეხბურთელი მძიმე ტრავმას გადაურჩა - მთავარ არგუმენტად მოკლე დისტანცია და მაღალი რისკის დარტყმა სახელდება.

ასე და ამგვარად, თუ ფედე ვალვერდეს ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან, ის გუნდს მალიორკასთან და ჟირონასთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება, რაც სამეფო კლუბისთვის დიდი დარტყმა იქნება, ვინაიდან და რადგანაც, 27 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი საოცარ ფორმაში იმყოფება და ტრავმიანობის დროს, გუნდის მთავარი ლიდერია.

სხვა სტატიები