Belive

ნეიმარის მიმართ აგრესია იზრდება - იგი გუნდს არ გაჰყვა და პოკერის ტურნირი ითამაშა

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნეიმარი მორიგ სკანდალში გაეხვ - ბრაზილიელმა ვარსკვლავმა სანტოსის შემადგენლობაში ვენესუელაში გამგზავრებაზე და „კოპა სუდამერიკანას“ მატჩის გამოტოვებაზე უარი თქვა, მიზეზად კი ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ სანტოსმა ნეიმარის გარეშეც დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა ვენესუელის ცენტრალური უნივერსიტეტის გუნდი, ნეიმარი იმავე დღეს სან -პაულუში, პოკერის ტურნირზე დააფიქსირეს. გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა გულშემატკივრებში მისი პროფესიონალიზმისა და ფეხბურთისადმი დამოკიდებულების მიმართ სერიოზული უკმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

მუნდიალიდან გამოთიშვიდან რამდენიმე დღეში, ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სან-პაულუში მიმდინარე პოკერის ტურნირში (Brazilian Series of Poker) მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთის გარდა, პოკერი ის სფეროა, რომელიც ნეიმარს განსაკუთრებულად იტაცებს.

ნეიმარის კარიერაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენები ფეხბურთს ჩრდილავს. წლების განმავლობაში მის სახელს რამდენიმე გახმაურებული ისტორია უკავშირდება.

  • დის დისნეილენდი და დაბადების დღეები (მარტის წყევლა): ბარსელონასა და პსჟ-ში თამაშისას, ნეიმარი 5 წლის განმავლობაში ზედიზედ (2015-2019 წლებში) მარტის დასაწყისში ან ტრავმას იღებდა, ან ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო იხდიდა დისკვალიფიკაციას. ეს პერიოდი ზუსტად ემთხვეოდა მისი და, რაფაელას დაბადების დღეს (11 მარტი). ფეხბურთელი ამ დროს თითქმის ყოველთვის ბრაზილიაში მიფრინავდა სადღესასწაულო წვეულებებზე.

  • რიოს კარნავალი: პსჟ-ში ყოფნისას, კუნთის დაზიანებების ან დისკვალიფიკაციების გამო, ის თითქმის ყოველწლიურად ახერხებდა თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში ბრაზილიაში გამგზავრებას, რათა რიოს ცნობილ კარნავალს დასწრებოდა.


  • ონლაინ ტურნირები და CS:GO/Counter-Strike: პარიზში თამაშისას რამდენჯერმე მოხდა, რომ როდესაც გუნდი მნიშვნელოვან შეხვედრას ატარებდა და ხშირად ტრავმირებული ნეიმარი სტადიონის ტრიბუნაზეც კი არ ჯდებოდა, ის სახლში ვიდეოთამაშებს სტრიმავდა ან Twitch-ზე CS:GO-ს/პოკერს თამაშობდა.

ამ ბოლო შემთხვევის გამო, ნეიმარს სანტოსის გულშემატკივრები ძალიან გაუბრაზდნენ და სოციალურ ქსელში მის პოსტებზე შეურაცხმყოფელი კომენტარები დაუტოვეს, ასევე ცნობილი ხდება, რომ სანტოსი ამ საქციელის გამო შესაბამის ზომებს მიიღებს.

სხვა სტატიები