Belive

ვალვერდემ რეალთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ" მადრიდი და ფედე ვალვერდე კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ და ფეხბურთელმა "სამეფო კლუბთან" 2029 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ვალვერდე მადრიდულ კლუბში 18 წლის ასაკში 2016 წელს გადავიდა, 6 სეზონის განმავლობაში მან ითამაშა 220 თამაში და გაიტანა 19 გოლი. ასევე მოიგო 9 ტიტული: 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 ევროპის სუპერთასი, 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 2 ესპანეთის სუპერთასი.

სხვა სტატიები