Belive

სუპერლიგის დაწყების შემთხვევაში ბარსელონა და რეალი 1 მილიარდ ევროს მიიღებენ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Mundo Deportivo-ს ცნობით, სუპერლიგის, როგორც ტურნირის ამოქმედების შემთხვევაში, ბარსელონა მილიარდ ევროს მიიღებს. ეს კი მოაგვარებს კლუბის ყველა ფინანსურ პრობლემას. იმავე თანხას მიიღებს მადრიდის რეალი.

ინვესტორები ტურნირის დაწყებაში 15 მილიარდი ევროს ინვესტიციას გეგმავენ. "რეალი" და "ბარსელონა" პრემიებს მიიღებენ როგორც კლუბები, რომელთა წყალობითაც პროექტი ძალაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალს ბარსელონას მსგავსი ეკონომიკური სირთულეები აქვს - მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებას ასეთი განცდა არ აქვს. ვარაუდობენ, რომ მადრიდს ფინანსური ინვესტიციები სჭირდება. თუ სუპერლიგა ვერ დაიწყება, ფლორენტინო პერესს მოუწევს იპოვოს სხვა გზა, რომ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს.

21 დეკემბერს ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უეფასა და სუპერლიგას შორის საქმის წარმოებაზე, რაც პროექტის ბედს ნათელს მოფენს. უეფა და ევროპის საკლუბო ასოციაცია (ECA), პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის ხელმძღვანელობით, უკვე აგროვებენ ხელმოწერებს კლუბებს შორის. ისინი, ვინც ხელს მოაწერენ, ადასტურებენ, რომ უარს ამბობენ სუპერლიგაში მონაწილეობაზე და დარჩებიან უეფას ტურნირებში.

როგორც ცნობილია, პროექტში გაწევრიანების შესახებ კონტაქტი, 60-ზე მეტ კლუბთან დამყარდა.

სხვა სტატიები