Belive

"მადრიდი მბაპეს პირველ ნაბიჯს ელოდება" - ფრანგული რადიო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ძალიან დიდი ხანია არ წყდება საუბარი კილიან მბაპეს "რეალ მადრიდში" გადასვლასთან დაკავშირებით, უკანასკნელი ცნობებით, სამეფო კლუბმა ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვიტა და თითქოს ინტერესიც დაკარგა ფრანგი ვარსკვლავის მიმართ.

ფრანგული რადიოს, RMC-ის ინფორმაციით, ესპანური მხარის ასეთი ქცევა უბრალოდ სტრატეგიაა, ფლორენტინო პერესს ისევ ძლიერ სურს ფრანგის საკუთარ გუნდში ხილვა, თუმცა აქტიურობას თავად აღარ აპირებს და კილიანის სვლას ელოდება. წარსული გამოცდილებით შეშინებულ "მადრიდს" აღარ უნდა მოტყუებული დარჩეს და მათთვის აუცილებელია პირველი ნაბიჯი მბაპემ გადადგას.

თუ მბაპეს მოსვლა უნდა, ნება მიეცით ეს დაამტკიცოს - ციტირებს RMC "რეალ მადრიდის" წყაროზე დაყრდნობით

ფრანგული რადიოს თქმით, ამჟამად ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვეტილია, თუმცა ტრანსფერის თემაზე საუბრის განახლება კილიან მბაპეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია და ესპანელებიც მოთმინებით ელიან.

სხვა სტატიები