Belive

ვალტერ მაცარი: დაუმსახურებელი მარცხია, ჩვენ ვდომინირებდით

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლიმ იუვენტუსთან მწარე მარცხი განიცადა და საჩემპიონა რბოლას კიდევ უფრო ჩამოშორდა. რომასა და ფიორენტინას შეხვედრის შემდეგ კი შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც 3 ქულაში აღმოჩნდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვალტერ მაცარიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა:

სამწუხაროდ, გადამწყვეტ მომენტებში კონკრეტულობა დაგვაკლდა. ჩიხში არ აღმოვჩნდებოთ, შექმნილი მომენტები რომ გამოგვეყენებინა. ცხადია, კვარას მსგავსს მომენტებში თუ ვერ გავიტანთ, შემდეგი შეცდომისას უკვე თავად დაისჯები და დღესაც ასე მოხდა. ჯერ იმის დრო არ მქონია, რომ ყველა ტაქტიკურ დეტალზე გამემახვილებინა ფეხბურთელების ყურადრება, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ იუვენტუსი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მათ დაცვა კარგად შეუძლიათ. ბიჭებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და დომინირებდნენ კიდეც, მუშაობას გავაგრძელებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა - განაცხადა ვალტერ მაცარიმ

ნაპოლის მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, ბრაგას წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე უწევს, 16 დეკემბერს კი კალიარის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები