Belive

კონტე: ,,მომავალში კვარაცხელიამ მსაჯთან ურთიერთობისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კომოსთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს, რომელმაც ,,მონცასთან'' შეხვედრაში მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.

იტალიურ მედიაში კვარას გაბრაზების მიზეზად მსაჯის გადაწყვეტილებები დასახელდა.

,,კვარაცხელიამ თავისი თამაში ითამაშა და, რა თქმა უნდა, ცოტას ნერვიულობდა, რადგან მსაჯისგან ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ყველაფერი ხმამაღლა გააპროტესტა, რაც მისგან უჩვეულოა.

თუმცა, მისი ემოციები მომწონს, ეს ნიშნავს, რომ ის გამოწვევას გრძნობს. მომავალში მან მსაჯთან ურთიერთობისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ყოველთვის გვინდა, რომ მატჩი 11 კაცით დავასრულოთ.

მინდა, დავინახო მატჩში ემოციურად ჩართული ფეხბურთელები, რომლებიც არასწორი გადაწყვეტილების გამო მსაჯზეც კი გაბრაზდებიან... ეს ნიშნავს, რომ მათ ერთად რაღაც კარგის გაკეთება სურთ.'' - ანტონიო კონტე

პარასკევს, 4 ოქტომბერს, სერია A-ს მე-7 ტურში, ,,ნაპოლი'' ,,კომოს'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

7 შეხვედრის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,კომო'' კი 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები