"დე ბრუინე არის ის, ვინც გასაუმჯობესებლად გვჭირდება" - რომელუ ლუკაკუ
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნაპოლის ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ბელგიურ მაუწყებელ Vtm Nieuw-სთან თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა, ასევე მან ყურადღება გაამახვილა კევინ დე ბრუინეს ფაქტორზე, რომელიც მომდევნო სეზონიდან ნეაპოლური გუნდის ღირსებას დაიცავს.
კარიერის გაგრძელებაზე კევინ დე ბრუინესთან ერთად:
მე აუცილებლად დავრჩები ნაპოლიში. ჩვენი გუნდისთვის კევინ დე ბრუინე გადამწყვეტი გაძლიერება იქნება, ის არის ის, ვინც გვჭირდება გასაუმჯობესებლად. ხშირად მისაუბრია მასთან, მის დარწმუნებაში ასევე დრის მერტენსიც დამეხმარა. მე მას დაახლოებით ნახევარ საათში ტელეფონით ავუხსენი თუ როგორი სიტუაციაა ჩვენთან, ვუთხარი ასევე თუ სად უნდა ეძებოს კარგი სახლი.
კევინმა სწორი არჩევანი გააკეთა, აქ მოთამაშე ყველა ფეხბურთელი დიდ სიყვარულს იღებს გულშემატკივრისგან და მიხარია, რომ მასაც შეუძლია ამის განცდა. იტალიაში თამაში ისეთ სიამოვნებას განიჭებს, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდები, მაგრამ არის უარყოფითი მხარეც, რადგან მითამაშია კლუბებში, სადაც გულშემატკივრები ვარჯიშზე მოდიოდნენ, როდესაც გუნდს საქმე ცუდად მისდიოდა. ეს სასიამოვნო მომენტი არ იყო, მაგრამ გაძლევს სტიმულს, რომ მოედანზე ყოველთვის ყველაფერი გაიღო. - რომელუ ლუკაკუ - ნაპოლის თავდამსხმელი
სერია A-ს მოგებაზე:
ვიცოდი, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ინტერთან ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ უფრო ძლიერები ვიყავით. ინტერს ყველა ყველა ჩემპიონატის ფავორიტად თვლიდა, მაგრამ კონტემ გადამწყვეტი ბიძგი მოგვცა, უფრო მეტი თავდაჯარება შეგვძინა და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი მატჩით ადრე მწვრთნელმა გვითხრა: „ბიჭებო, ჩემპიონობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“. ეს იყო მუხტი რომელიც გვჭირდებოდა“. - რომელუ ლუკაკუ - ნაპოლის თავდამსხმელი
ლუკაკუ ინტერვიუზე ანდერლეხტის ფერებში გამოწყობილი მაისურით მივიდა, რაზეც ასევე ისაუბრა:
ეს ყველაზე ლამაზი ფერებია, მე ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე მაკავშირებს და მინდა პატივი ვცე მათ, ამის შემდეგ ვინ იცის, იქნებ მართლა დავბრუნდე სახლში, ეს ჩემს შვილსაც დავპირდი. - რომელუ ლუკაკუ - ნაპოლის თავდამსხმელი
ბელგიელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა:
საინტერესო იქნებოდა იქ ყოფნა, მაგრამ გარკვეული ტიპის დასვენება საჭიროა. ზოგჯერ გვიან დაძინებაც კი კარგია. დღეს ყველა მოთამაშე დაღლილია, ფეხბურთმა NBA-სგან მაგალითი უნდა აიღოს, მათ 6 კვირა სავალდებულო დასვენება აქვთ, 4 კი მოსამზადებელი. ჩვენ თითოეულ თამაშში 15 კილომეტრს დავრბივართ, ძალიან მაღალი ინტენსივობით, რაც სხეულისთვის რთულია, ძალიან ბევრი თამაში გვიწევს, ჩვენ უნდა დავიცვათ მოთამაშეების ჯანმრთელობა. - რომელუ ლუკაკუ - ნაპოლის თავდამსხმელი
🚨 Romelu Lukaku évoque un potentiel retour à Anderlecht dans le futur ! 🇧🇪🔙
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) June 23, 2025
"𝗜𝗹 𝗳𝗮𝘂𝘁 𝗾𝘂'𝗶𝗹 𝘆 𝗮𝗶𝘁 𝗹𝗮 𝗽𝗮𝗶𝘅 𝗲𝗻 𝗶𝗻𝘁𝗲𝗿𝗻𝗲 !
À la fin de mon contrat à Naples (en juin 2027), on verra. Tout est possible."
( 🎥 @RTLsportsbe )pic.twitter.com/vya4xHeq92