Belive

ვალენსიას ზედიზედ მე-7 წაუგებელი მატჩი | მამარდაშვილის შეფასება რაიოსთან

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "რაიო ვალეკანომ" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" უმასპინძლა და შეხვდრა ფრედ, 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ვალენსიასთვის ეს ზედიზედ მე-7 მატჩია, რომელშიც არ დამარცხებულა (4 მოგება და 3 ფრე), რაც იმის წინაპირობაა, რომ გუნდმა ელიტაში ადგილის შენარჩუნების მისიას თავი გაართვა.

ვერ ვიტყვით, რომ რაიო ვალეკანო რაიმე უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქართველ მეკარეს 4-ჯერ დასჭირდა საკუთარი გუნდის გადარჩენა. გოლის ეპიზოდში კი, რომლითაც მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, მამარდა ვერაფერს იზამდა - ფლანგიდან ჩაწოდებული საკუთარ კარში მხრით სეზარ ტარეგამ ჩაჭრა. სტუმრებმა ანგარიში 75-ე წუთზე, უმარ სადიქის გოლით გაათანაბრეს. გიორგი მამარდაშვილის შეფასება 6.4-დან 7.0-დეა.

ვალენსიას 38 ქულა დაუგროვდა და გასავარდნ ზონას კომფორტული, 9-ქულიანი უპირატესობით აღემატება. 3 დღეში ვალენსია საკუთარ მოედანზე "ესპანიოლს" მიიღებს.

სხვა სტატიები