Belive

არნე სლოტი კარაბაოს თასზე ლიდერებს ასვენებს - შანსი მამარდას?

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის მწვრთნელმა, არნე სლოტმა დაადასტურა, რომ მოჰამედ სალაჰი და ლივერპულის კიდევ 4 მთავარი ვარსკვლავი სამშაბათს, კარაბაოს თასის მესამე რაუნდის მატჩს, საუთჰემპტონთან ვერ ითამაშებენ. „წითლებმა“ შაბათს ენფილდზე, მერსისაიდულ დერბიში, ევერტონი 2:1 დაამარცხეს, რითაც ყველა შეჯიბრში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს. სლოტი ამბობს, რომ ინტენსიური როტაცია მოდის, რადგან მისმა ყველაზე ხშირად გამოყენებულმა მოთამაშეებმა საჭირო დასვენება მიიღონ.

სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენნაირ გუნდებს ღრმა შემადგენლობა: ბევრს ვთამაშობთ და ზოგიერთმა უნდა დაისვენოს.

კარგია, რომ მთელი კვირის განმავლობაში როტაციის შესაძლებლობა მაქვს. ისინი, ვინც სამჯერ ითამაშეს 90 წუთი, არიან ვირჯილ ვან დაიკი, იბუ კონატე, მო სალაჰი, რაიან გრავენბერხი და დომინიკ სობოსლაი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სამშაბათს მათ ვერ ნახავთ. - განაცხადა არნე სლოტმა

მართალია, სლოტს არ უთქვამს ძირითადი შეამდგენლობის შესახებ და არც ის, რომ ალისონ ბეკერს განაცხადში არ შეიყვანს, თუმცა ეს უნდა ნიშნავდეს, რომ საუთჰემპტონთან თამაშის შესაძლებლობა გიორგი მამარდაშვილს მიეცემა. ქართველს ლივერპულის მაისურით ჯერ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, ამიტომ მაშინ, როცა მწვრთნელს ძირითადის ფეხბურთელების ოფიციალურად დასვენების გადაწყვეტილება აქვს აღებული, მამარდას თამაშისთვისაც შესაფერისი დროა.

კარაბაოს თასის მესამე რაუნდის შეხვედრა, ლივერპულსა და საუთჰემპტონს შორის, 23 სექტემბერს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები