ვალენსიას მწვრთნელი: "მამარდაშვილი გოლზე პასუხისმგებელია, თუმცა ვაფასებ მის უნარებს"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიამ" მისთვის უმნიშვნელოვანნესი მატჩი მოიგო. კარლოს კორბერანის გუნდმა მესტალიაზე ბოლოადგილოსან "ვალიადოლიდს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ანგარიში გიორგი მამარდაშვილის უხეში შეცდომის შედეგად გაათანაბრეს, ქართველმა მეკარემ მეტოქის პრესინგის დროს ბურთი მოწინააღმდეგეს 'ჩააბარა', ხუანმი ლატასას კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ, ვალენსიამ მოგება შეძლო და მამარდას შეცდომა ძვირად არ დაუჯდა. პრესკონფერენციაზე, გუნდის მთვარ მწვრთნელს, კარლოს კორბერანს ამ ეპიზოდის შესახებ ჰკითხეს.
მამარდაშვილმა შეცდომა დაუშვა და პასუხისმგებელია ამის გამო, რადგან ეპიზოდს ვალიადოლიდის გოლი მოჰყვა, თუმცა მე ვაფასებ მის უნარს და მენტალიტეტს.
მან რეაბილიტაცია მოახდინა და მეორე ტაიმში გუნდს დიდ მუხტს გადასცემდა. მისი დამაჯერებლობა გადადიოდა დაცვაზეც, ჰქონდა რამდენიმე გაბედული გამოსვლაც.
შეცდომები თამაშის ნაწილია - მე მიყვარს ფეხბურთელები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, აქვთ ამ შეცდომებზე რეაგირების და მათი დაძლევის უნარი. ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. - განაცხადა კარლოს კორბერანმა
ვალენსია ამ მოგებით გასავარდნი ზონიდან ამოვიდა და მე-16 ადგილს იკავებს. მამარდაშვილის გუნდი, მომდევნო ტურის მატჩს 16 მარტს, სტუმრად, "ჟირონასთან" ჩაატარებს.