ალისონ ბეკერმა წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი დატოვა | მამარდაშვილი იოკოჰამასთან ძირითადში იქნება
ლივერპულის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონ ბეკერმა, პირადი მიზეზების გამო იაპონიის წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი დატოვა და ბრიტანეთში დაბრუნდა.
მერსისაიდულ გუნდს ერთი ამხანაგური შეხვედრა აქვს ჩანიშნული, მათი მეტოქე იოკოჰამა ფრანცისკო მარინო იქნება, მატჩი ხვალ, 30 ივლისს გაიმართება. არნე სლოტის გუნდი ამის შემდეგ, 4 აგვისტოს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ოღონდ აღნიშნული მატჩი დიდ ბრიტანეთში გაიმართება. The Athletic-ის ცნობით, ამ დროისთვის ალისონი გუნდს შეუერთდება.
ალისონის არ ყოფნაში იოკოჰამას წინააღმდეგ, ძირითადი შემადგენლობის მეკარე გიორგი მამარდაშვილი იქნება. ლივერპულს რამდენიმე ვარიანტი აქვს, მაგალითად: ფრედი ვუდმენი, არმინ პეკში და კორნელ მიჩიური, მაგრამ სხვადასხვა წყაროები ვარაუდობენ, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშს სწორედ ქართველი მეკარე დაიწყებს.