Belive

ვალენსიას მწვრთნელის პასუხი - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი ლა ლიგის მეორე ტურში?

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპე ბორდალასმა ლა ლიგის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც "ღამურები" "გრანადას" უნდა დაუპირისპირდნენ, პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ რომელი მეკარე იქნება 21 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში.
"რომელი მეკარე იქნება "გრანადასთან" ძირითად შემადგენლობაში? სასტარტო თერთმეტეულს იქამდე არასდროს ვასახელებ, ვიდრე ფეხბურთელები ამას თავად შეიტყობენ. გიორგი კარგი იყო პირველ ტურში, სილესენი კი ბრწყინვალე მეკარეა. ხვალ გეცოდინება თუ რომელი მათგანი გავა მოედანზე", - თქვა პეპე ბორდალასმა.
ლა ლიგის პირველ ტურში, “ხეტაფესთან” მოგებულ შეხვედრაში (1:0), სწორედ “დინამო თბილისის” აღზრდილმა მეკარემ ითამაშა, საკუთარი კარის უსაფრთხოება სრულად დაიცვა, დამაჯერებლად ითამაშა, 4 ბურთის მოგერიება მოახერხა, ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო გოლკიპერად, სიმბოლური გუნდის წევრად, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო დებიუტანტთა შორის და ევროპული ფეხბურთის ელიტის 21-წლამდელთა რჩეულ თერთმეტულშიც დასახელდა. ასევე იხილეთ: სანტიაგო კანისარესი: “ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ვალენსია მამარდაშვილს არ უნდა ენდოს” ასევე იხილეთ: ახალი მეკარე – ვალენსია გიორგი მამარდაშვილის პოზიციაზე კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესოდ დასახელდა (ვიდეო) ასევე იხილეთ: მორიგი აღიარება: მამარდაშვილი გრინვუდთან, ჰოლანდთან, დეპაისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად  ასევე იხილეთ: რამდენს გადაიხდის ვალენსია? მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა ცნობილია ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა ასევე იხილეთ: მოდრიჩი, პიკე, ბენზემა, მამარდაშვილი – ქართველი მეკარე ლა ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა ასევე იხილეთ: ხოსე პერალესი: “ვცდილობ მამარდაშვილს ყველაფერში დავეხმარო, ის ორ წელიწადში დიდი გუნდის მთავარი მეკარე გახდება” ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილი: “ეს ყველაფერი დიდი შრომის და ცოტა გამართლების შედეგია” ასევე იხილეთ: კანისარესი, კასილასი, ვალდესი, დე ხეა… მამარდაშვილი – ვინ არის ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი? ასევე იხილეთ: “ბოდიში დონარუმას”, პრემია სკაუტს”, “ის სილესენს სკამზე დასვამს” – რას წერენ ესპანელი ქომაგები მამარდაშვილზე​? ასევე იხილეთ: ვალენსიას მწვრთნელი: “მამარდაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა, მის გამო ბედნიერები ვართ” ასევე იხილეთ: Marca: მამარდაშვილი – დაიმახსოვრეთ მესტალიას ახალი გმირის გვარი  ასევე იხილეთ: ხეტაფესთან მატჩში გიორგი მამარდაშვილმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა ასევე იხილეთ: გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივი 93-ე წუთზე (ვიდეო)

სხვა სტატიები